ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი ტიტულის დაცვას შეეცდება

05 ნოემბერი 2021, 10:03 767 ნახვა

დღეს  ბუდაპეშტი 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის ევროპის პირად-გუნდური  ჩემპიონატი დაიწყო. 300-მდე მონაწილესა და 38 ქვეყანას შორის საქართველო 14 ძიუდოისტით იქნება წარმოდგენილი - 9 ვაჟი და 5 - გოგონა.  

ჭიდაობს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრიც. გოგონებში ეთერ ლიპარტელიანიც გამოდის. ტიტულის დაცვას შეეცდება ტატო გრიგალაშვილი, რომელიც არა მარტო საკუთარი წონის, არამედ მთლიანად ტურნირის ლიდერია.

დღესვე სტარტს აიღებს ბაქოს გრანდ სლემი,  რომელშიც  მხოლოდ ქართველ ვაჟთა ნაკრები იასპარეზებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში