შეიძლება პურზე ფასი შეიცვალოს, მაგრამ მტკივნეულად არ შეიცვლება, 5-10 თეთრის ფარგლებში -„პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარე

05 ნოემბერი 2021, 12:26 1159 ნახვა

შეიძლება პურზე ფასი შეიცვალოს, მაგრამ მტკივნეულად არ შეიცვლება, შეიძლება, 5-10 თეთრის ფარგლებში იყოს, - ამის შესახებ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, პურის ფასის ცვლილება ახალ წლამდე, სავარაუდოდ, არ მოხდება.

„ბუნებრივი აირის საფასურის ზრდა არ შეეხება პურის საცხობებს. ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა იმიტომ, რომ პურპროდუქტებში დაახლოებით, 20%-ია ხვედრითი წილი ბუნებრივი აირის. რაც შეეხება ფქვილს აქ, უკვე არასასიამოვნო ინფორმაცია მაქვს, მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასი 320 დოლარიდან რეკორდულ ნიშნულზე მივიდა 350 დოლარი დაფიქსირდა, 1 ტონის ღირებულება, რაც ძალიან ძვირი და საგანგაშოა.

მსოფლიოში ფქვილის ფასის მატება გამოიწვია ევროპაში გაზთან დაკავშირებულმა პრობლემებმა. ამან გამოიწვია სასურსათო პროდუქტებზე ფასის მატება.

საქართველოსთვის ეს იმის ნიშანია, რომ ალბათ, საქართველომ თავის დროზე თადარიგი უნდა დაიჭიროს, ვაწარმოოთ ეს ხორბალი იმიტომ, რომ ჩვენი მიწა-წყლის პატრონებს ჩვენი ხორბალი უნდა გვქონდეს. საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით პურპროდუქტებს სტაბილური და ნორმალური ფასი აქვს.

უახლოეს პერიოდში არ ვაპროგნოზრებ პურზე ფასის მატებას, რადგან ვიმედოვნებ, რომ "სახელმწიფოს მამები" მოინდომებენ და ხელს შეუწყობენ ამ მრეწველობას.

არსებობს ყოველდღიური კონტაქტი მინისტრის მოადგილეების დონეზე, ყოველდღიურ რეჟიმში, რომ რაღაცნაირად გამოვიდეთ მდგომარეობიდან და მოსახლეობას არ ეტკინოს პურის ფასი.

შეიძლება პურზე ფასი შეიცვალოს, მაგრამ მტკივნეულად არ შეიცვლება, 5-10 თეთრის ფარგლებში შეიძლება შეცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით ახალ წლამდე არ ველოდებით“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში