ბაიდენის ადმინისტრაცია ახალ კოვიდრეგულაციებს აწესებს

05 ნოემბერი 2021, 13:45 737 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განკარგულებით, 4 იანვრიდან ძალაში შედის ვაქცინაციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც კერძო კომპანიების თანამშრომლები სრულად უნდა იყვნენ ვაქცინირებულები  ან კვირაში ერთხელ კოვიდ-19-ზე ტესტი ჩაუტარდეთ.

წესები ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებსაც 100 ან მეტი თანამშრომელი ჰყავთ. 5 დეკემბრიდან ყველა არავაქცინირებულმა დასაქმებულმა უნდა დაიწყოს პირბადის ტარება შენობაში.

აშშ-ში, კოვიდ 19-ით ყოველდღიურად   ათასზე მეტი  ამერიკელი იღუპება, მათი უმეტესობა არავაქცინირებულია. ბოლო  მონაცემებით, აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის   70% სრულადა არის ვაქცინირებული, 80%-ს კი მინიმუმ ერთი დოზა აქვს მიღებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში