ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში

05 ნოემბერი 2021, 14:27 1025 ნახვა

დაპირისპირება, ხმაური, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილი 5 სასულიერო პირი და  , ბალდის მამათა მონასტერში მობილიზებული სამართალდამცველები  - ასეთი ვითარებაა სალხინოში.

 დადიანების რეზიდენციაში შესვლის უფლება თითქმის ყველას ეკრძალება. მრევლის ნაწილი, რომელიც მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებენ,  ითხოვენ მეუფე სტეფანესთან შეხვედრას.  სექტემბერში სწორედ მიტროპოლიტის   ბრძანებით რამდენიმე მღვდელს მსახურების უფლება ჩამოერთვა და მონასტრის დატოვების ვადა 4 ნოემბრამდე მიეცათ.

დღეს დილით  კი  განკვეთილი სასულიერო პირების მონასტრიდან  იძულებით გაყვანის ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცნობით, ინციდენტის დროს დაზიანდა საპატრიარქოს კუთვნილი ტექნიკა - კერძოდ ვიდეოკამერა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში