მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამოიკითხება

05 ნოემბერი 2021, 18:30 1580 ნახვა


რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა სისხლის სამართლის ახალ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა, თუმცა პროკურორის განცხადებით, ჩვენება არ მისცა.  

საუბარია 2011 წლის მარტში სამეგრელოში მომხდარ შემთხვევაზე, როცა დაკავებული პირის წამება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა. ქარდავას ადვოკატი აცხადებს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფი საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს.   შეგახსენებთ, მეგის ქარდავა ექსტრადირებულია სისხლის სამართლის 11 საქმეზე, აქედან ნაწილზე ბრალდებულია, ნაწილზე მსჯავრდებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში