ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთში

06 ნოემბერი 2021, 12:15 1337 ნახვა

ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთში.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქობულეთის მერთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ბულვარის მშენებლობა მიმდინარეობს. 

სოფელ ალამბარში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და  სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში 6 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს ალამბრის ცენტრის და სკვერის კეთილმოწყობა. ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ცენტრების რეაბილიტაცია ლეღვას, მუხაესტატეს, აჭყვისთავის, ზენითის, კვირიკესა და ხალას ადმინისტრაციულ ერთეულებში ხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში