პოლიციამ ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

06 ნოემბერი 2021, 15:16 2561 ნახვა

პოლიციამ ქობულეთსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო  საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია ორი ადამიანი. 1991 წელს დაბადებული ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ქობულეთში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 მჭიდი და 46 საბრძოლო ვაზნა.ამავე მუხლითაა დაკავებული თბილისში 1999 წელს დაბადებული. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში