ბათუმის "დინამომ" გასვლაზე "ლოკომოტივს" ფრედ ეთამაშა

06 ნოემბერი 2021, 19:54 964 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამომ" საგურამოში სტუმრად "ლოკომოტივთან" ფრედ 0-0 ითამაშა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მატჩში ქულები ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო და შედეგიც ლოგიკურად დასრულდა უგოლო ფრედ. ინიციატივა მთელი შეხვედრის განმავლობაში შავიზღვისპირელების იყო, რამდენიმე ეპიზოდში "ლოკომოტივის" კარის დარაჯმა თევდორაძემ გუნდი გოლისგან იხსნა.

განსაკუთრებით აქტიური მეორე ნახევარი გამოვიდა. 33 მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ "დინამოს" 68 ქულა აქვს და ჩემპიონის ლიდერია.

უახლოეს კონკურენტს თბილისის "დინამოს" კი 63, თუმცა დედაქალაქები ამ წუთებში გასვლაზე გორის "დილასთან" 33-ე ტურის მატჩს თამაშობენ.

შემდეგ ტურში ბათუმის "დინამო" 20 ნოემბერს საკუთარ მოედანზე "თელავს" უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში