სასულიერო პირების უთანხმოება გრძელდება

07 ნოემბერი 2021, 18:10 663 ნახვა

ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების უთანხმოება გრძელდება. ინციდენტების და დაძაბულობის მიუხედავად, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა დღეს საკვირაო ქადაგება საპირისპირო გზავნილით დაიწყო. მან თქვა, რომ ამბოხი ეკლესიის წინააღმდეგ დასრულებულია. წირვა მიტროპოლიტმა სწორედ იმ ტაძარში ჩაატარა, სადაც დასჯილი სასულიერო პირები წლების განმვლობაში მსახურებდნენ.

დღეს სალხინოს მამათა მონასტრიდან ათამდე ადამიანი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი განკვეთილი სასულიერო პირი მარკოზია. დაკავებულები სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში