იაპონიაში, 15 თვის განმავლობაში პირველად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

08 ნოემბერი 2021, 11:10 627 ნახვა

იაპონიაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა, რაც პირველად მოხდა 2020 წლის 2 აგვისტოს შემდეგ, - ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო მონაცემებით, იაპონიაში მოსახლეობის 70 %-ზე მეტია ვაქცინირებული.

ქვეყანაში დაინფიცირების შემთხვევებმა პიკს აგვისტოში მიაღწია, რაც „დელტა“ ვარიანტის გავრცელებამ გამოიწვია.  ზამთარში ინფიცირების შემთხვევების შესაძლო მატების პრევენციის მიზნით მთავრობა მომავალი თვიდან მოსახლეობის „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში