საზოგადოებრივ ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის" ამოქმედება არ განიხილება - გიორგი ღიბრაძე

08 ნოემბერი 2021, 15:24 1059 ნახვა

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში „მწვანე პასპორტის" ამოქმედება არ განიხილება. ამის შესახებ მან საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში