პარლამენტში, ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

08 ნოემბერი 2021, 16:57 877 ნახვა

ელენე ხოშტარიასთან, რომელიც მეექვსე დღეა შიმშილობს, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.

არსებული ინფორმაციით, მან წამიერად გონება დაკარგა და ახლა თავს კარგად გრძნობს.

სასწრაფო დახმარების ექიმმა, ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან  განაცხადა, რომ  გონების დაკარგვის ეპიზოდის გამო სასურველია მისი სტაციონარში გადაყვანა.

მისივე განცხადებით, მან ჰოსპიტალიზაციაზე და მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა.

დეპუტატი ელენე ხოშტარია უკვე მეექვსე დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

 

 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში