შატალოვას ადვოკატი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

08 ნოემბერი 2021, 17:54 668 ნახვა

ანასტასია შატალოვას ადვოკატი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. პაატა შავაძე  აცხადებს, რომ  გარდაცვლილი ქალის მცირეწლოვან შვილს, რომელიც ამ ეტაპზე მამის ზურაბ ბერიძის მეურვეობის ქვეშ იმყოფება, სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს.

გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ადვოკატი სასამართლოდან უკან გამოიხმობს საქმეს, რომელიც ძალადობას უკავშირდება. შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სამართალდამცავ ორგანოებს ახალგაზრდა ქალმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მიმართა. 

ამასთან პაატა შავაძე აცხადებს, რომ გამოძიების საკითხი ჩიხშია მოქცეული. არ მიმდინარეობს დამკვეთის გამოვლენის მიზნით მტკიცებულებების მოძიება და ამ დრომდე არ არის დაკითხული ბავშვის ძიძა. მისივე განმარტებით, მას ასევე არა აქვს წვდომა საქმის მასალებთან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში