მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით და შემდეგ ვერტმფრენში ჩასვეს - გიული ალასანია

08 ნოემბერი 2021, 18:19 1068 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი 12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან ბრონირებული მანქანებით გამოიყვანეს, თუმცა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"იმიტომ ვერ შევდივართ, რომ არ არის, როგორც ჩანს, სადღაც გაიყვანეს. ინფორმაცია მაქვს ის, რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომლებმაც დაწერა, რომ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში. ამასობაში ყველაფრის იგნორირებით, თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. 2 საათიდან ვიცდით და პასუხი არ გვაქვს, არაა ადამიანი, წაიყვანეს.

ფაქტია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით, მერე ვერტმფრენში ჩასვეს. სად წაიყვანეს არ ვიცი, ვნახოთ. არ აქვთ პასუხი იმ გოგონებს, ქვემოთ, რატომ არ გვიშვებენ. არ მაქვს ინფორმაცია, მაქვს მხოლოდ ვარაუდი და ის, რაც ჩემი თვალით დავინახე, როგორ გადაიფრინა ვერტმფრენმა და როგორ ჩაიარა ბრონირებულმა მანქანამ ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ, ამ ციხეში, აღარაა“, - განაცხადა ალასანიამ.

ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით უწყების მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში