14 წელი 8 ნოემბრის მოვლენებიდან

08 ნოემბერი 2021, 20:09 2492 ნახვა

2007 წელს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმის უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია დაარბია. შემდეგ შენობაში შეიჭრა და ლექციაზე მყოფი სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ხელკეტებით სცემა, რა დროსაც რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქცია სტუდენტებმა 8 ნოემბერს დილით მოაწყვეს და წინა დღეს თბილისში დემონსტრაციის დაშლა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა გააპროტესტეს.

როგორც სტუდენტები და ლექტორები იხსენებენ, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გვიან ღამით საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

არქივში 8 ნოემბრის დარბევის კადრები მწირად არის, ვინაიდან ყველა მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერებული იყო.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში