საქართველო-შვედეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

09 ნოემბერი 2021, 01:51 1619 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საქართველო-შვედეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად, მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. რაც ბათუმის სტადიონის შემთხვევაში დაახლოებით 7 000 გულშემატკივარია. გაყიდვაში გამოტანილი ბილეთები რამდენიმე საათში გაიყიდა.

მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.

აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმში 21:00 საათზე გაიმართება.

პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში