ჩილეს პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადეს

09 ნოემბერი 2021, 17:03 885 ნახვა

ჩილეს პარლამენტის დეპუტატთა პალატამ პრეზიდენტს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილება ახლა სენატმა უნდა მიიღოს.

კორუფციაში მონაწილეობის ეჭვების გამო პინერას წინააღმდეგ საკონსტიტუციო ბრალდებას 78 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ეს არის მინიმუმი, რომელიც პრეზიდენტის გადადგომის შესახებ წინადადების მხარდასაჭერად არის აუცილებელი. წინააღმდეგი 67 დეპუტატი იყო, სამმა თავი შეიკავა.

პინიერას საპრეზიდენტო ვადა 2022 წლის 11 მარტს ეწურება. 21  ნოემბერს ქვეყანაში სახელმწიფოს ახალი მეთაურის არჩევნები გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში