პენტაგონის განცხადება

09 ნოემბერი 2021, 17:04 740 ნახვა

პენტაგონი შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან  რუსი სამხედრო ძალისა და ტექნიკის მობილიზების გამოა - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.  

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ნოემბრის დასაწყისიდან უკრაინის საზღვართან ახლოს და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნება რუსული სამხედრო ქვედანაყოფების მობილიზება, რომელთა შემადგენლობა დაახლოებით 90 ათას ჯარისკაცს ითვლის. 

რუსეთი უკრაინის საზღვრებთან  მძიმე ტექნიკის მობილიზებასაც ახდენს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში