მოვუწოდებთ მთავრობას უზრუნველყოს სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება, ასევე მნიშვნელოვანია მას მოეპყრონ სამართლიანად - კელი დეგნანი

09 ნოემბერი 2021, 18:10 990 ნახვა

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს და მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სათანადო დაწესებულებაში-განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააკეთა.

ის ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ მოხდეს მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მას მოეპყრონ სამართლიანად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

"ჩვენ გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც სამედიცინო კონსილიუმმა შეაფასა, მას სჭირდება დაუყოვნებლივ გადაუდებელი მკურნალობა. სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებაში სადაც ის იმყოფება არ არის შესაბამისი და საჭირო პირობები, რომ მას გაეწიოს ეს დახმარება.

ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს და მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სათანადო დაწესებულებაში. ასევე მოვუწოდებთ სააკაშვილს მიიღოს თავისი ექიმების რეკომენდაციები და დაემორჩილოს მათ. ცხადია ეს არის ძალიან სენსიტიური სიტუაცია და ამ შემთვევაში პრიორიტეტია, რომ პაციენტის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა იყოს დაცული.

ჩვენი მოწოდება იქნება, რომ მოხდეს მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მას მოეპყრონ სამართლიანად, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ყველგან არის ეს სახელმწიფოს პასუხიმგებლობა, რომ იზრუნოს პატიმრების მდგომარეობაზე და მათ დაცვაზე,"-განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში