მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს - ნიკა გვარამია

09 ნოემბერი 2021, 20:57 980 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს.

ცოტა ხნის წინ, ნიკა გვარამიამ სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებლებთან ერთად მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ხვალინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს იქ დასწრებას. ძალიან მაინტერესებს, როგორ ეტყვის უარს დასწრებაზე ციხის ადმინისტრაცია. თუ ხუთი სართულის ჩამოსვლა, აქ სკამზე დაჯდომა და საათების განმავლობაში ლაპარაკი შეუძლია,  როგორ აგვიხსნის, რომ თურმე ის სასამართლოში ვერ უნდა წავიდეს, ეს საინტერესოა და ასევე მოვისმენთ ამას", - განაცხადა გვარამიამ.

ცოტა ხნის წინ, რუსთაველის მოედანზე მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში