ხვალ 13:00 საათზე სასამართლოს ეზოში შევიკრიბებით, სადაც მიხეილ სააკაშვილის სხდომა უნდა გაიმართოს - ნიკა მელია 

09 ნოემბერი 2021, 20:27 818 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

მისივე თქმით, 13:00 საათზე სასამართლოს ეზოში აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან.

"თუ რამე არ შეცვალეს გეგმაში, ამ წუთის მდგომარეობით, 13:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. წესით და რიგით, ის უნდა გამოცხადდეს ან უნდა გადმოიყვანონ თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზში. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერც მე და ვერც თქვენ აიღებთ, მაგრამ ხვალ, 11 საათიანი აქციების შემდეგ,როდესაც დადასტურდება, რომ სასამართლო არის 13:00 საათზე, ყველანი, რა თქმა უნდა, დიღომში გადავალთ და დამატებით ადამიანები შემოგვიერთდებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში",- განაცხადა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში