იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ

10 ნოემბერი 2021, 11:35 1007 ნახვა

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროსთანაც. 

„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციაზე ლევან ხაბეიშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ კუპატაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელიც დაინტერესდა თუ როგორ შეძლო თემურ კუპატაძემ მილიონებად შეფასებული ქონების შეძენა.

საპასუხოდ თემურ კუპატაძემ ლევან ხაბეიშვილს „კამერებთან კეკლუცი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი დეკლარაციაშია მითითებული.

სამინისტროს შენობის წინ სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი და ბლოკირებულია  შენობასთან მისასვლელი კიბე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში