გერმანია ლუკაშენკოს რეჟიმს ევროკავშირის შანტაჟში ადანაშაულებს

10 ნოემბერი 2021, 13:35 758 ნახვა

გერმანიის მთავრობა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკო მიგრანტებს უსინდისოდ იყენებს და პოლონეთთან საზღვარზე აგზავნის. „სანქციებს დავუწესებთ ყველას, ვინც მიგრანტების მიზანმიმართულ უკანონო გადაყვანაში მონაწილეობს.

ლუკაშენკომ უნდა გაიგოს, რომ მისი გათვლები არ მუშაობს. ევროკავშირის შანტაჟი არ შეიძლება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ევროკავშირმა ბელარუსში  შეიძლება სანქციები 30 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში