სასამართლომ „ამბასადორი ბათუმი“ კიდევ ერთხელ დააჯარიმა

10 ნოემბერი 2021, 14:37 1919 ნახვა

სასამართლომ ''ამბასადორი ბათუმი'' 10 ათასი ლარით დააჯარიმა. კომპანია სამართალდამრღვევად სცნეს პროექტთან შეუსაბამო სამუშაოების წარმოებისთვის, მათ შორის საუბარია 17-ე სართულის მშენებლობის პროცესსა და სანებართვო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით. კომპანია ბათუმის ბულვარში მრავლსართულიან ნაგებობას აშენებს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში წერილობით განმარტავენ, რომ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით “,,ამბასადორი ბათუმს" გაეგზავნა გაფრთხილების წერილი სამუშაოების დაუყონებლივ შეჩერების და პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“, შემდეგ კი საქმე სასამართლოში გაგრძელდა.  გაასაჩივრებს თუ არა კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას უცნობია.

ამბასადორი ბათუმი“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ პროექტთან შეუსაბამო სამუშაოებისთვის მესამედ დააჯარიმა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში