ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო

10 ნოემბერი 2021, 20:09 1342 ნახვა

სასამართლომ ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობის გამოყენების საჭიროება აღარ იყო და გააუქმა აღკვეთის ღონისძიება. კერძოდ, ბრალდება ეხება 7 ნოემბრის აქციის დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

თუმცა ამ საქმის გარდა ყოფილი პრეზიდენტი  ბრალდებულია სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარის გაფლანგვაზე და სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე.

სააკაშვილი მისი სურვილის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე დასასწრებად არ მიიყვანეს.

პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ამის მიზეზი სასამართლოში ესკორტირებისას შესაძლო "დესტრუქციული ხასიათის ქმედებაა".

მომდევნო სხდომა კი 29 ნოემბერსაა ჩანიშნული, დღევანდელი კი კამათის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში