საქართველოში კორონავირუსის 4563 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 77 პაციენტი

11 ნოემბერი 2021, 10:38 1029 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4563 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით  გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4744 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 334 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 214 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 120 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.98% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.19%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 832 შემთხვევა, აჭარა - 133, იმერეთი - 711, ქვემო ქართლი - 362, შიდა ქართლი - 423, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 311, კახეთი - 448, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი - 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 55 304. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში