იურისტები აქციაზე დაკავებულებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობენ

11 ნოემბერი 2021, 14:31 641 ნახვა

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია მზადაა გუშინდელ აქციაზე დაკავებულებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. ამისთვის დაკავებულების ახლობლებმა უნდა დარეკონ ნომერზე 511 139 909.

იურისტები ამბობენ, რომ იკვეთება პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდომები და დანაშაულის ნიშნები. მათი თქმით, სამართალდამცველები გადაწყვეტილების მიღების დროს ხელმძღვანელობენ არა ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით, არამედ იმით, რომ მათთვის  მიუღებელია კონკრეტული პროტესტი.

მიაჩნიათ, რომ  მოქალაქეების დაკავების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. საუბრობენ სისტემურ პრობლემებზე  და აცხადებენ, რომ განხილვებიც სასამართლო სხდომებზე შაბლონურია, დაკავებულების უფლებების დაცვის ნაწილში კი შეზღუდვებია.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათ ეზღუდებათ კონსტიტუციური უფლება დროულად გაუწიონ დაკავებულებს სამართლებრივი დახმარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში