რა წერია სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში? - პოლიტიკური შეფასებები

11 ნოემბერი 2021, 14:51 886 ნახვა

შეწყვეტს თუ არა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას - ეს  მას შემდეგ გაირკვევა, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააკაშვილს ადვოკატები გააცნობენ.   რაც შეეხება თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა, კერძო კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებული საჩივარი კი არ  დააკმაყოფილა.

რატი ბრეგაძის თქმით, მთავრობამ 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებას ეხმაურებიან  მიხეილ სააკშვილის უფლებადამცველები.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ   სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა, თუმცა   ერჩივნათ, რომ  სტრასბურგის  პირდაპირი მითითება   ყოფილიყო სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. გვარამიას თქმით, ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს  შეახსენა ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სახელმწიფოს დაევალება მისი ადეკვატური რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება კი ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი. ამასთან, ნიკა გვარამიას განცხადებით, ისინი მიესალმებიან, ფაქტს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობა  საერთაშორისოდ აღიარებულია.

საქართველოში პოლიტიკურმა მხარეებმა სასმართლოს მიერ გავრცელებული განცხადება არაერთგვაროვნად გაიგეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში