მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

11 ნოემბერი 2021, 19:00 1110 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

"მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი, გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი“, - აღნიშნულია ექსპრეზიდენტის წერილში.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა მიხეილს სააკაშვილის განცხადება, სადაც წერია, რომ ის ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას და როგორც კი გადაიყვანენ სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას შეწყვეტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში