ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვება

11 ნოემბერი 2021, 20:05 602 ნახვა

სანტიაგოში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე როგორც ერთეულთა, ასე წყვილთა თანრიგშიც წარმატებით ასპარეზობს. გორგოძემ მერვედფინალში კოლუმბიელი მარია ფერნანდა ჰერაზო გონსალესი 7:5, 5:7, 6:2 დაამარცხა და გავიდა, სადაც პარაგვაელ ვერონიკა სეპედე როიგს დაუპირისპირდება. წყვილთა შეჯიბრებაში გორგოძის პარტნიორი ისევ რუმინელი ირინა მარია ბარაა, რომელთან ერთადაც ბოლო პერიოდში ზედიზედ 2 ტურნირი მოიგო.

ისინი მეოთხედფინალში პირველი განთესვით ჩაერთვნენ და მეოთხედფინალში ინდოელი რიია ბჰატიასა და იმავე კოლუმბიელ გონსალესს 6:4, 6:3 მოუგეს. გორგოძე და ბარა ფინალში გასასვლელად გერმანელ კატარინა გერლაჩსა და ჩილელ დანიელა სეგუელს გაეჯიბრებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში