პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ვითარება დაძაბულია

13 ნოემბერი 2021, 11:50 973 ნახვა

ბელორუსიის ავიახაზები თურქეთიდან სირიის, ერაყისა და იემენის მოქალაქეებს აღარ გადაიყვანს. ამის შესახებ ავიაკომპანია ბელავიაში გააკეთეს განცხადება. მინსკი კვლავ ადანაშაულებს ევროკავშირს მიგრანტების უკანონო გადაყვანაში. პარალელურად ევროკავშირში მუშაობენ საზღვრის უკანონო დარღვევების პრობლემაზე და იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც მიგრანტების უკანონო გადაყვანაში იქნებიან შემჩნეული, მათზე გავრცელდება სანქციები და შეყვანილი იქნებიან შავ სიაში. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მხარდაჭერა გამოუცხადა, ბელორუსიის საზღვარზე მობილიზებულ არმიის ნაწილებს.

მისი თქმით მიგრანტების მიერ საზღვრის უკანონო კვეთა დესტაბილიზაციას უქმნის არა მარტო პოლონეთში, არამედ მთელ ევროკავშირს. გუშინ, ბელორუსიის საზღვრის გადაკვეთა მიგრანტების ერთმა ჯგუფმა შეძლო, თუმცა პოლონელმა ჯარისკაცებმა შეძლეს მათი დაკავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში