''გირჩის“ დაკავებული წევრების სასამართლო დღეს არ შედგება

13 ნოემბერი 2021, 18:10 900 ნახვა

''გირჩი მეტი თავისუფლებისთვის „ -ბათუმის ორგანიზაციის სამი წევრი, გიორგი ფუტკარაძე, რამაზ მახარაძე და თემურ გორგაძე ქობულეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ 24 საათით დარჩებიან.  როგორც დაკავებულების ადვოკატი მირზა მამულაძე ამბობს, სამართალდამცავებს არგუმენტირებული პასუხი არ აქვთ რატომ მოითხოვეს დამატებითი დრო და რატომ არ წარუდგინეს დაკავებულები სასამართლოს. მუხლი კი რომელსაც დაკავებულებს ედავებიან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პარტიის წევრები გუშინ სუსის შენობასთან აქცია პერფორმანს მართავდნენ.

ჰქონდათ პლაკატები წარწერით- ''მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეთ მრავალპროფილურ კლინიკაში'', ''გაზაფხულზე ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები''  -   ავტომობილი  სახელმწიფო უსაფრთხოების შენობის შესასვლელთან გააჩერეს. სწორედ ავტომობილის გაყვანის მოთხოვნისას  შელაპარაკება მოხდა,  რა დროსაც პოლიციამ გიორგი ფუტკარაძე დააკავა. ავტომობილის გასაყვანად   ევაკუატორი  გამოიძახეს.  მანქანაში კი იმყოფება  ,,გირჩი-მეტი თვისუფლების''  ერთ ერთი წევრი თემურ გორგაძე რომელიც კარს არ აღებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში