დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება

14 ნოემბერი 2021, 11:04 1007 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ისტორიული ტესტ-მატჩი ბორდოში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველო და საფრანგეთი ერთმანეთს ერთჯერ მსოფლიოს თასსზე 2007 წელს შეხვდნენ და ის მატჩი ფრანგებმა 64-7 მოიგეს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა შემადგენლობაზე და განაცხადა რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ოპტიმალური შემადგენლობა პირველად შეკრება.

''ახლა ყველა ის მოთამაშე გვყავს, რომელთა ნახვაც ნაკრებში გვსურდა. სასიამოვნოა, ამხელა პაუზის შემდეგ მათი ერთად ხილვა'', - განაცხადა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

"ბორჯღალოსნებს" კიდევ ერთი ტესტ-მატჩი 20 ნოემბერს ელოდება. ნეიტრალურ მოედანზე მადრიდში საქართველო უახლოეს კონკურენტთან ფიჯის ნაკრებთან ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში