საველე სწავლება

14 ნოემბერი 2021, 11:15 814 ნახვა

უწყებათშორისი სწავლების „დიდგორი 2021“-ის საველე კომპონენტი ვაზიანის პოლიგონზე ასეულის დონის სწავლებით დასრულდა. სწავლების სცენარის მიხედვით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულს ოპერაციის რაიონში გადასვლის, მოწყობისა და საბრძოლო მზადყოფნის, ჩასაფრების, შეყოვნების და დაშავებულთა ევაკუაციის დავალებების შესრულება მოუწია.

საველე სწავლებას ოპერაციას იმიტირებული გენერალური შტაბი საჯარისო ცენტრში განთავსებული მართვის პუნქტიდან აკვირდებოდა და ქვედანაყოფს შესაბამის მითითებებს აძლევდა. სწავლება პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში