მედია - დაახლოებით 50-მა მიგრანტმა ბელარუსის საზღვარი გაარღვია და პოლონეთში შეიჭრა

14 ნოემბერი 2021, 15:04 2467 ნახვა

დაახლოებით 50-მა მიგრანტმა ბელარუსის საზღვარზე თავდაცვის ზონა გაარღვია და პოლონეთში, სოფელ სტარჟინასმახლობლად შევიდა, - ინფორმაციას როიტერსი პოლონეთის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, ვითარება საზღვარზე სულ უფრო დაძაბული ხდება.

ათასობით მიგრანტი ევროკავშირში გადასვლის იმედით ბელარუსში გაემგზავრა, თუმცა საზღვარზე მობილიზებული სამხედრო პერსონალის გამო მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოახერხეს. ადამიანებს რთულ პირობებში, სიცივესა და ყინვაში უწევთ საზღვარზე ღამის გათევა.ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მიგრანტების მზარდი რაოდენობის გამო შექმნილი კრიზისი, შესაძლოა, სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში