გირჩის 2 წევრს ბათუმში სუს-თან აქციის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

14 ნოემბერი 2021, 18:10 1157 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირჩი მეტი თავისუფლებისათვის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელ თემურ გიორგაძეს 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ხოლო გირჩის ბათუმის მერობის კანდიდატს გიორგი ფუტკარძეს 4 დღიანი. პარტიის კიდევ ერთი წევრი 500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბრალდების მხარე დაკავებული აქციის მონაწილეებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და  შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავებოდა და შესაბამისად სამივეს მიმართ ადმინისტრაციული წესით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. 

სასამართლო პროცესზე  წარმოდგენილი იყო ვიდეო მტკიცებულება,სადაც პოლიციელი ამტკიცებდა, რომ თემურ გიორგაძემ   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის ბლოკირება მოახდინა და არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას რომ გადაეყენებინა ავტომობილი და არ შეეზღუდა ტერიტორიაზე გადაადგილება. გიორგი ფუტკარაძეს კი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.   გირჩის მეტი თავისუფლება აჭარის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის მისამართით მიზანმიმართული  დევნა, რომელიც უკავშირდება მათ პოლიტიკურ აქტივობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში