საქართველოს ნაკრები დღეს უზბეკეთს უმასპინძლებს

15 ნოემბერი 2021, 10:53 1881 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას გამართავს.

გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველო ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

დღევანდელ შეხვედრას გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს, მიზეზი ფეხბურთელის ტრამვაა.

ეს ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში ერთჯერ შეხვდენ და 2017 წელს გამართული დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.

ფიფას რეიტინგში საქართველო 93-ე პოზიციაზეა, უზბეკეთი კი 84-ე ადგილს იკავებს.

საქართველოსა და უზბეკეთის მატჩი  დღეს 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის  პირველი არხი გადმოსცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში