ე.წ. პიჯაკების საქმე - პენიტენციურმა სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა

15 ნოემბერი 2021, 12:06 1184 ნახვა

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა.   ამის მიზეზებად ისინი კვლავ "დესტრუქციულ ქმედებებსა და ჯანმრთელობის რისკებს" ასახელებენ.   ანუ, მესამე პრეზიდენტი მისი სურვილის მიუხედავად, საკუთარ სასამართლო პროცესს ვერ ესწრება.  

ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროცესი დაწყებულია, საუბარია საბიუჯეტო სახსრების, დაახლოებით 8 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაზე.  ,,ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ის არ დაესწროს საკუთარ პროცესს“, – განაცხადა ადვოკატმა.

უფლებადამცველებს სასამართლო პროცესიდან ისევ ფბ ლაივი აქვთ ჩართული.  

შიმშილობის 46-ე დღე და პატიმარი პრეზიდენტის სასამართლო სხდომა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში