თალიბების აღლუმი

15 ნოემბერი 2021, 14:17 957 ნახვა

ავღანეთის ხელისუფლებაში მოსულმა  რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანმა" სამხედრო აღლუმი გამართა, რომელზეც  ხელში ჩაგდებული ამერიკული  სამხედრო ტექნიკა და რუსული შვეულმფრენები გამოფინა. 

„თალიბანის“ თავდაცვის სამინისტროს  განცხადებით, აღლუმი 250 ჯარისკაცის წვრთნის პროცესის დასრულებას უკავშირდებოდა.

აღლუმის დროს ქაბულის მთავარ ქუჩაზე  ათობით ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკა  გადაადგილდებოდა და დედაქალაქის თავზე მი-17 ტიპის შვეულმფრენები დაფრინავდა. 

ჯარისკაცების ნაწილი  ამერიკული შაშხანებით იყო შეიარაღებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში