ე.წ. პიჯაკების საქმე - პენიტენციურმა სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა

15 ნოემბერი 2021, 15:00 1414 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის  სასამართლო პროცესი ისევ სააკაშვილის გარეშე და ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების შუმადგომლობა მოსამართლეს. უფლებადამცველები მოსამართლეს სწორედ იმაში არწმუნებდნენ, თუ რატომ უნდა გადაეყვანათ სააკაშვილი დღეს საქალაქო სასამართლოში.

ამასთან უკვირთ, რატომ ეყრდნობა მოსამართლე პენიტენციური სამსახურის  გადაწყვეტილებას ამ კონტექსტში.  მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ადვოკატებმა  კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენეს.

მოითხოვეს  სხდომაზე ჟურნალისტების დასწრება და  პროცესის უწყვეტ რეჟიმში ტრანსლირება.  მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, სწორედ ამის შემდეგ ჩართეს ფბ ლაივები ადვოკატებმა, რამაც პროკურორები გააღიზიანა.

მომდევნო სხდომა 2 დეკემბერს ჩაინიშნა. ამ პროცესების პარალელურად უკვე მეორედ ჩამოვიდა  საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში