თუ ხელოვნურად ხდება გზის გადაკეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად - ალექსანდრე დარახველიძე

15 ნოემბერი 2021, 15:48 1001 ნახვა

თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკვეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებული იქნება ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად, ეს არის პირდაპირ კანონში განსაზღვრული, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს არის მიღებული, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექასანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" აქციას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება ყველამ კარგად იცის, რომ გზის გადაკეტვას და ტრანსპორტისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნას ხელოვნურად გეგმავენ. თუ აქციის მონაწილეები კანონის მოთხოვნებს არღვევენ, პოლიციას აქვს უფლებამოსილება, შესაბამისი მექანიზმები გამოიყენოს და სწორედ ამის თაობაზე იყო საუბარი, როცა შსს-მ განცხადება გაავრცელა. იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კანონს არ დაარღვევს, შეკრებისა და მანიფესტაციის დაშვებულ ფარგლებს არ გასცდება, რაც არის განსაზღვრული კანონით, ბუნებრივია, მათ ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პირს, აქვთ უფლება შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის.

კანონში პირდაპირ ჩაწერილია, რომ თუ გზის გადაკვეტა ხელოვნურად ხდება და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებული იქნება ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება, კანონის შესაბამისად იმოქმედოს. ეს არის პირდაპირ კანონში განსაზღვრული, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს არის მიღებული“, – განაცხადა დარახველიძემ.

ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ, ავტობუსებით სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში