''თავისუფლება მიშას'' - აქციის მონაწილეები მსვლელობით ორბელიანის სასახლესთან მივიდნენ

15 ნოემბერი 2021, 17:02 1147 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერები და მხარდამჭერები ორბელიანის სასახლესთან მსვლელობით მივიდნენ. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ისმის შეძახილები ''თავისუფლება მიშას''. 

"ახლა ვიმყოფებით იმ პრეზიდენტთან, რომლის წიგნს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი ევროსასამართლოში იყენებს. ამ პრეზიდენტს უნდა შევეგუოთ? ეს არის დროების საკითხი. დღეს ბევრი იტრაბახეს, რომ დაგვიჭერდნენ, დაგვშლიდნენ, მაგრამ ჩენ მათი არ გვეშინია. ეს ქვეყანა ჩვენია და არა ოლიგარქის. ჩვენ აქ გავმართავთ მშვიდობიან დემონსტრაციას და დავანახებთ ყველას, რომ არ ვარღვევთ კანონს"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებდა. 

"ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაიცას. ამ საკითხს მე არასოდეს დავუბრუნდები. ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს'' - თქვა პრეზიდენტმა.

მსგავსი შინაარსის კომენტარი ზურაბიშვილმა ორჯერ გააკეთა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში