ბათუმში რურუას პირველ ნომერში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

15 ნოემბერი 2021, 21:16 6693 ნახვა

ბათუმში, რურუას N1ა ნომერში ავარიულ სახლში მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ, მათ შენობა დატოვეს.

მათივე განცხადებით, საცხოვრებელ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, რადგან შენობის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს.

​"ჩამოცვივდა ბეტონები, ბზარებია. ვითხოვთ შემოწმებას. გვეშინია აქ ცხოვრება. ჩემს საძინებელში დამსკდარია კედლები. ველოდებით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს. ჩვენი მოთხოვნაა მოგვხედონ, ჩვენ აქ ვერ ვიცხოვრებთ",- აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები.

აღნიშნული კორპუსი 5 სართულიანია და მასში 72 ოჯახი ცხოვრობს.

შეთხვევის ადგილას მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი არკვევს დეტალებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი სამსახური მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში