პუტინმა და მაკრონმა ბელარუსის საზღვარზე მიგრაციული კრიზისი განიხილეს

16 ნოემბერი 2021, 10:05 609 ნახვა

ბელარუსის საზღვარზე მიგრაციული კრიზისის დეესკალაციის აუცილებლობაზე საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ.

ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი  თითქმის 2 საათს გაგრძელდა. პრეზიდენტები კრიზისის დასრულების საჭიროებაზე თანხმდებიან, თუმცა განსხვავებული აზრი აქვთ ბელარუსის საზღვართან წარმოქმნილი ვითარების მიზეზებზე.

გერმანიის კანცლერსა და ბელარუსის ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის დროს ევროკავშირი-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება იყო განხილვის მთავარი თემა.

კრიზისის შესაჩერებლად კი, თეთრი სახლი რუსეთს ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლისთვის საკუთარი გავლენის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში