დაკავება ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე

16 ნოემბერი 2021, 11:01 888 ნახვა

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით  ქონებრივი დაზიანების ფაქტზე დააკავეს ორი პირი, ხოლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა სამი ადამიანი.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს  762 000 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც შეიქმნეს 116 ათასი 234 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში