მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე

16 ნოემბერი 2021, 11:48 869 ნახვა

სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა ისევ სააკაშვილის გარეშე.    ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ექსპრეზიდენტის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მსჯელობს . მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა. ის იმავე საღამოს დააკავეს, თუმცა, ბრალი 20 დღის შემდეგ წარუდგინეს.

ასევე, საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებისთვის, დანაშაულის დაფარვის მუხლით, ბრალი წარდგენილი აქვთ ელგუჯა ცომაიას, გიორგი ნარიმანიძეს და მამა-შვილ წოწორიებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში