72 ოჯახის ევაკუაცია რურუას ქუჩაზე - მოსახლეობა მერიას ალტერნატიულ საცხოვრებელს სთხოვს

16 ნოემბერი 2021, 12:06 1911 ნახვა

კიდევ ერთი მრავალსართულიანი კორპუსი ბათუმში, რომლის  კედლის ნაწილი დაზიანდა.  ბინის კედლები დაბზარულია,  ჩამოცვივდა ბათქაშიც.  

მოსალოდნელი საფრთხის გამო მერია იძულებული გახდა ოჯახები დროებით სხვა საცხოვრებელში გადაეყვანა. თუმცა პრობლემის შესახებ ქალაქის  მერიას ინფორმაცია მანამდეც ჰქონდა. 

არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ვიზუალური დათვალიერების შედეგად  შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში