სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს - ექსპრეზიდენტმა დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა

16 ნოემბერი 2021, 14:01 822 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს, რომ მომხდარიყო ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესზე დასწრება, მაგრამ თუ კი ეს ვერ მოხერხდებოდა მაშინ, მსჯავრდებულს მისცემოდა უფლება, ჩართულიყო პროცესზე დისტანციურად, თუმცა პროცესში დისტანციურად მონაწილეობაზე მიხეილ სააკაშვილმა თავად განაცხადა უარი. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებსა და მოსამართლეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადვოკატები მოსამართლის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სხდომის დისტანციურ რეჟიმში ჩატარება შესთავაზა.

მათივე განცხადებით, მოსამართლემ პენიტენციური სამსახური უნდა დაავალდებულოს, რომ ბრალდებულის სხდომაზე ეტაპირება უზრუნველყონ.

ექსპრეზიდენტი ითხოვს, რომ პროცესზე უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში