აქცია ავტოკოლონებით-მსვლელობა დაიწყო - ზუსტი მარშრუტი არ საჯაროვდება 

16 ნოემბერი 2021, 14:48 849 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები ავტოკოლონებით აქცია-მსვლელობას მართავენ.  ისინი თბილისის 3 სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ. 

აქციის მონაწილეებმა მანქანების კოლონით მსვლელობა ცესკო-ს შენობიდან დაიწყეს. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ისინი ქალაქის ყველა უბანში მივლენ, მათ შორის სახელმწიფო უწყებებთან. 

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ისინი გარკვეული ტიპის პროვოკაციებს ელოდებიან და სწორედ ამის თავიდან არიდების მიზნით ზუსტი მარშრუტი და მსვლელობის მიმართულება არ საჯაროვდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით,  ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ, ისინი გაჩერებას არ აპირებენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში