აჭარაში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

17 ნოემბერი 2021, 10:45 647 ნახვა

17 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 136 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 613 საიდანაც: 6 614 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 569. მძიმე პაციენტია 128, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 36 პირი.

1 175 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 - თბილისში, 239 - აჭარაში. 44 824 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 375 ადამიანი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში